ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 4

პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს

პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციის მიზანი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციის მიზანი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში…

პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციის მიზანი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გამოცდილების გაზიარება და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებზე მსჯელობაა. მაღალი დონის ღონისძიება ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობენ წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები, ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტები.

ღონისძიებას გახსნიან მონაკოს იუსტიციის მდივანი სამუელ ვუელტა სიმონი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე მატიას გიომარი. მინისტრთა კონფერენციაზე დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა. პაატა სალია კოლეგებს პირველი პლენარული სესიის ფარგლებში მიმართავს, რომელიც დანაშაულის ადრეულ გამოვლენას ეხება და გაუზიარებს მათ საქართველოს გამოცდილებას ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და მისი პრევენციის მიმართულებით.

სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს