ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

ორხევის დასახლებაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

ორხევის დასახლებაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება. პროექტის ფარგლებში უკვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება. პროექტის ფარგლებში უკვე…

სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება.

პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეები, ასევე პავილიონი. ამ ეტაპზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

სამუშაოების დასკვნით ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ორხევის დასახლებაში სამგორის რაიონის გამგეობა ძალიან კარგ პროექტს ახორციელებს. ტერიტორიაზე ეწყობა რეკრეაციული სივრცე. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების ჩატარება, რადგან ადგილზე უმძიმესი მდგომარეობა იყო. ძველი, ავარიული ავზები იყო, რომლებიც არ ფუნქციონირებდა და საფრთხეს წარმოადგენდა, პირველ რიგში, ბავშვებისთვის. აღნიშნული ავზების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, ასევე მოეწყო სავარჯიშო სივრცე და მოსასვენებელი პავილიონი. ტერიტორია სრულად გამწვანდება. მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან კარგი და სასიამოვნო სივრცე შეიქმნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 629 000 ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოები, დედაქალაქის მერთან ერთად, სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ, პარლამენტის დელეგატმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, მამუკა ხაბარელმა დაათვალიერეს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს