ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

საქსტატი – 2026 წლის მაისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 4.1 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი – 2026 წლის მაისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 4.1 პროცენტით გაიზარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 4.1 პროცენტით. როგორც საქტატის ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 4.1 პროცენტით. როგორც საქტატის ი…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 4.1 პროცენტით.

როგორც საქტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 7.0 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.5 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.8 პროცენტით.

უწყების ანგარიშით, 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსის, წინა თვესთან შედარებით, 0.5-პროცენტიანი ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6-პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.35 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 17.2-პროცენტიანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.1-პროცენტიანი ზრდით, რამაც, შესაბამისად, 2.06 და 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 28.1 პროცენტით“, – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს