ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშესთან, ბრიგადის გენერალ სტეფანოს ლიკოპულოსთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშესთან, ბრიგადის გენერალ სტეფანოს ლიკოპულოსთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დავით თამაზაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშესთან, ბრიგადის გენერალ სტეფანოს ლიკოპულოსთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. დავით თამაზაშვილმა სტეფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დავით თამაზაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშესთან, ბრიგადის გენერალ სტეფანოს ლიკოპულოსთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. დავით თამაზაშვილმა სტეფ…

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დავით თამაზაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშესთან, ბრიგადის გენერალ სტეფანოს ლიკოპულოსთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

დავით თამაზაშვილმა სტეფანოს ლიკოპულოს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობის გადამზადებისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და საბერძნეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი თათია სულაქველიძე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თამთა დანელია და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი რამაზ პაპიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს