ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაში…

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაში თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობდა.- ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, სხდომა პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ფარგლებში გაიმართა და საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს ასოციაციის მიერ ქალისა და კაცის თანასწორობის მიმართულებით გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები, აგრეთვე ა.თ.ე.ა-ს საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები, მოლოდინები და სტრატეგიული პრიორიტეტები.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, დღეს ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რომელზეც თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

„ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომაზე თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებისა და ასოციაციის სამომავლო განვითარების საკითხები განვიხილეთ. შევაჯამეთ მიღწეული შედეგები, ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებსა და 2026 წლის პრიორიტეტებზე. ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ადგილობრივ თვითმმართველობებში თანასწორი გარემოს ხელშეწყობის გზებზე ვიმსჯელეთ. მჯერა, რომ ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი უფრო ძლიერი და ეფექტიანი თვითმმართველობის განვითარების საფუძველია"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღესვე, სხდომის წევრებმა ასოციაციის 2026 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) პარტნიორობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში" ჩატარდა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს