ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრის გახსნას დაესწრო

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრის  გახსნას დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრის გახსნას დაესწრო. ღონისძიება აშშ-ის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი ქვეყნებს ვაქცინაციის პროგრამებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრის გახსნას დაესწრო. ღონისძიება აშშ-ის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი ქვეყნებს ვაქცინაციის პროგრამებ…

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრის გახსნას დაესწრო. ღონისძიება აშშ-ის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი ქვეყნებს ვაქცინაციის პროგრამების გაძლიერება, მომავალი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის უკეთ მომზადება და უფრო ძლიერი, მდგრადი საზოგადოებების შექმნაა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ მიმართულებით, აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სამინისტროსა და ქართული ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად, ასევე, ქვეყნებს შორის პარტნიორობისთვის.

მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.

სამდღიანი ღონისძიება სამუშაო შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებს აერთიანებს გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV), თუ სხვა რესპირატორული დაავადებების შესახებ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ. განიხილავენ, სამომავლოდ, აღნიშნული დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვის გეგმებს, იმსჯელებენ თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც.

შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს