ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ბაია კვიციანი თბილისის N202 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს

ბაია კვიციანი თბილისის N202 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის N202 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის N202 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის N202 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს.

მინისტრის მოადგილემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან სკოლის საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

თბილისის N202 საჯარო სკოლაში მოქმედ საზაფხულო სკოლაში უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები მონაწილეობენ. მათთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო მომსახურება, მათ შორის ინტეგრირებული კლასი, პირველკლასელთა ტრანზიციისა და პრეპროფესიული მომზადების პროგრამები.

საზაფხულო სკოლის პროგრამა საქართველოს მასშტაბით მოქმედ შვიდ რესურსსკოლაში 19 ივნისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის მიზანია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შენარჩუნებას. ასევე სოციალური, ემოციური, ფუნქციური და პიროვნული უნარების შემდგომ განვითარებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რესურსსკოლების მოსწავლეებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად, საზაფხულო სკოლის პროგრამას უკვე მეორე წელია ახორციელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს