ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

დავით სონღულაშვილი: განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ფონდ "ქართუს", რომელიც მაგალითს აძლევს კერძო სექტორს თუ როგორ შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვაში

დავით სონღულაშვილი: განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ფონდ "ქართუს", რომელიც მაგალითს აძლევს კერძო სექტორს თუ როგორ შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისში "ურბანული ტყის" პროექტი დასრულების ეტაპზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განხორციელებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდე ტერიტორია, დარგუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისში "ურბანული ტყის" პროექტი დასრულების ეტაპზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განხორციელებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდე ტერიტორია, დარგუ…

თბილისში "ურბანული ტყის" პროექტი დასრულების ეტაპზეა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განხორციელებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი, განახლებულია საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო სარწყავი სისტემა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

პროექტის მიზანია დედაქალაქში მწვანე სივრცეების აღდგენა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

24-მილიონიან პროექტს სრულად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს".

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა "ურბანული ტყის " პროექტი დაათვალიერა.

"ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ნიმუში, სადაც საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით შეიძლება, შენარჩუნებული იყოს ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება, რომელიც ასე გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას და ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ფონდ "ქართუს", რომელიც მაგალითს აძლევს კერძო სექტორს თუ როგორ შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვაში, - განაცხადა სონღულაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს