ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით „კასპის კოლეჯში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით „კასპის კოლეჯში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით „კასპის კოლეჯში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე გივი მიქანაძ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით „კასპის კოლეჯში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე გივი მიქანაძ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით „კასპის კოლეჯში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე გივი მიქანაძემ მონაწილეებთან ერთად კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლეჯების ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სამინისტროს წარმომადგენლები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გივი მიქანაძის ინიციატივით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომები რეგულარულად იმართება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს