ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

მეტროსადგურ "სარაჯიშვილსა" ე.წ. შეშელიძის ხიდის მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო

მეტროსადგურ "სარაჯიშვილსა" ე.წ. შეშელიძის ხიდის მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გლდანის რაიონში, მეტროსადგურ "სარაჯიშვილსა" და მინდელის სახელობის (ე.წ. შეშელიძის) ხიდის მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო. ასევე, გარკვეული მიმართულებებით მოძრაობის წესები შეიცვალა. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გლდანის რაიონში, მეტროსადგურ "სარაჯიშვილსა" და მინდელის სახელობის (ე.წ. შეშელიძის) ხიდის მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო. ასევე, გარკვეული მიმართულებებით მოძრაობის წესები შეიცვალა. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალ…

გლდანის რაიონში, მეტროსადგურ "სარაჯიშვილსა" და მინდელის სახელობის (ე.წ. შეშელიძის) ხიდის მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო. ასევე, გარკვეული მიმართულებებით მოძრაობის წესები შეიცვალა. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გადაადგილების ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდა. რა თქმა უნდა, მძღოლებს გარკვეული დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ ადაპტირდნენ, ამიტომ გასაგებია ისიც, რომ გარკვეული შეფერხებები იყო.

აღსანიშნავია შემდეგი გარემოებები - მას შემდეგ, რაც ე.წ. ბასლეინი დაიხაზა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება. აქამდე ჯორჯ ბალანჩინის ქუჩიდან მეტროსადგურ ,,სარაჯიშვილის” მიმართულებით მოძრავ ვტობუსებს მანქანების საცობში უწევდა დგომა, რის გამოც გაჩერებაზე მგზავრების რაოდენობა ორმაგდებოდა. შედეგად, ავტობუსის გაჩერებაზე მისვლის 10-15-წუთიანი ინტერვალის დაცვა ვერ ხდებოდა. მოქალაქეებს, დაახლოებით, 40 წუთი უწევდათ გაჩერებაზე დგომა იმისთვის, რომ ავტობუსში ასულიყვნენ. ცხადია, ეს დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყვნენ მგზავრები, ვინც დიდი დიღმიდან „სარაჯიშვილამდე“ გადაადგილდებოდნენ შემდგომი გადაჯდომის მიზნით და ასევე, პირიქით. ავტობუსის ზოლის მოწყობის გარეშე ამ ტერიტორიაზე გაზრდილი მგზავრთნაკადის შეფერხებების გარეშე გადაყვანა ვერ მოხდებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ქაოტური მოძრაობა დარეგულირდა, რიგ მიმართულებებზე გაუმჯობესდა კერძო ავტომობილების გადაადგილება. მაგალითად, ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით ავტომანქანით მგზავრობის დრო 8 წუთით შემცირდა, ხოლო 6 წუთით შემცირებულია - ქერჩისა და ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ფეიქრების ქუჩის მიმართულებით.

მოძრაობის სქემის განახლებასთან ერთად საგზაო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი გრძელდება, პროცესი არ არის დასრულებული და საბოლოოდ ოპტიმალური შედეგი იქნება მიღწეული,"- განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს