ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის საკითხებზე სასაკლაოებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის   საკითხებზე  სასაკლაოებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასაკლაოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის რეფორმა განიხილეს. შეხვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასაკლაოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის რეფორმა განიხილეს. შეხვე…

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასაკლაოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის რეფორმა განიხილეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ლაშა ავალიანის განცხადებით, აღნიშნული რეფორმის მიზანი ნარჩენების სწორად განკარგვა და გადამუშავებაა.

„გარკვეული რეგულაციები, რომლებიც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტების განკარგვას ითვალისწინებს, ეტაპობრივად შედის ძალაში. შესაბამისად, შეხვედრა გაიმართა სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთი მხრივ ჰქონდეთ მზაობა, ხოლო მეორე მხრივ, გავაცანით თანადაფინანსების პროგრამები. შეხვედრის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია იმ ბიზნესებისგან, რომლებიც მზად არიან ცხოველური წარმოშობის არასასურსათო ნარჩენები გადაამუშაონ, შექმნან დამატებითი ღირებულება და ხელი შეუწყონ გარემოს დაცვისადმი მდგრადი, ეკო-მეგობრული მიდგომების დანერგვას“,-აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა, ბიზნესსექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სამუშაო ფორმატში განიხილეს სასაკლაოების მოწყობის ზოგადი წესები და ნარჩენების მართვის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანადაფინანსების პროგრამებზე, რომლებსაც სოფლის განვითარების სააგენტო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით სასაკლაოებს სთავაზობს.

„დღევანდელ შეხვედრას ყველა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ბიზნესს გაუჩნდა შესაძლებლობა აიღოს შეღავათიანი აგროკრედიტი, მოაწყოს ინფრასტრუქტურა და სამაცივრე მეურნეობები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაჩნდა ნარჩენების გადამუშავების საშუალება და მათი დამუშავების შესაბამისი ტექნოლოგიები“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სასაკლაოებს ვალდებულებებთან ერთად, განვითარების შესაძლებლობებსაც სთავაზობს. „თავის მხრივ სურსათის ეროვნული სააგენტო გააქტიურებული კონტროლით ქმნის კონკურენტუნარიან გარემოს და ახალისებს კეთილსინდისიერ ბიზნესს“,-აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს