ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 12

კახა კალაძე: გაძლევთ პირობას, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე

კახა კალაძე: გაძლევთ პირობას, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილ…

ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, როგორც გლდანის რაიონისთვის, ისე საფეხბურთო სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იყო წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება.

„თბილისის მერიის ინიციატივით, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც იყო გაუბედურებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის მქონე ე.წ. ამერის სტადიონი, დაგეგმილია ფეხბურთის მოედნების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენი დაპირება იყო ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, რომ აქ მოეწყობოდა თანამედროვე საფეხბურთო ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცეში კარგი პროექტის განხორციელება, რადგან აღნიშნულ სტადიონზე წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ბავშვი ვარჯიშობდა, თუმცა დღეს იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზეც.

„უკვე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. ძალიან მალე გვექნება შესაბამისი პროექტი და უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოებზეც. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 11x11-ზე ფიფა-ს სტანდარტის ორი მოედნის სრული რეაბილიტაცია, არსებული ტერიტორიის სრული განახლება, ასევე, 7x7-ზე არსებული სტადიონის რეაბილიტაცია. მოედნების დატვირთვიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება შენობა, რომელშიც მოეწყობა გასახდელები, საპირფარეშოები, საშხაპეები, სასაწყობე ფართები, ადმინისტრაციული ოთახები და ყველა საჭირო სივრცე, რაც განაპირობებს საფეხბურთო ცენტრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის ძველ სპორტულ დიდებას.

„გლდანის რაიონისთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. გაძლევთ პირობას, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, იგივე „ავაზას“ საფეხბურთო ცენტრი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გასხვისდა სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, თუმცა აღნიშნული სივრცე, ადგილმონაცველეობის პრინციპით, დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს და დღეს იქ საუკეთესო სპორტული სივრცეა. იგივე იქნება „ამერის“ სტადიონზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს