ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

ტემპერატურის მატებასთან ერთად, სეზონური ინფექციების რისკებიც იზრდება - ივანე ჩხაიძის გაფრთხილება და რეკომენდაციები

ტემპერატურის მატებასთან ერთად, სეზონური ინფექციების რისკებიც იზრდება - ივანე ჩხაიძის გაფრთხილება და რეკომენდაციები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტემპერატურის მატებასთან ერთად, სეზონური ინფექციების რისკებიც იზრდება. ტკიპის ნაკბენთან და ზღვის ინფექციებთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტემპერატურის მატებასთან ერთად, სეზონური ინფექციების რისკებიც იზრდება. ტკიპის ნაკბენთან და ზღვის ინფექციებთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ი…

ტემპერატურის მატებასთან ერთად, სეზონური ინფექციების რისკებიც იზრდება. ტკიპის ნაკბენთან და ზღვის ინფექციებთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა.

ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ჰიგიენური ნორმები, გაუფრთხილდნენ ბავშვებისა და რისკ-ჯგუფების ჯანმრთელობას, ასევე საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.

"თუ თქვენ 6 თვემდე, ან წლამდე ასაკის ბავშვი გყავთ, თქვენი არჩევანი ზღვის კურორტი არ უნდა იყოს. ამ ასაკობრივ ჯგუფში მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება მაღალი რისკის შემცველია.

რისკი გვაქვს, კუჭ-ნაწლავის ინფექციების მხრივ და აქედან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროდუქტების შენახვაზე. შესაბამის თერმულ დამუშავებაზე, ხილისა და ბოსტნეულის აუცილებლად გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხვაზე.

ხელების დაბანასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ამ წესს ნაკლებად ასრულებენ - მინიმუმ 20 წამამდე უნდა იყოს ხელი დაბანილი.

აუზით სარგებლობის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აუზით სარგებლობს, აუზში ჩასვლის წინ იღებს შხაპს,"- აცხადებს ჩხაიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს