ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი ქადაგიშვილი ვლაქერნობის დღესასწაულზე: დიდი დღეა არა მარტო ზუგდიდისა და სამეგრელოსთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის მართლმადიდებლებისთვის და საქრისტიანოსთვის

ირაკლი ქადაგიშვილი ვლაქერნობის დღესასწაულზე: დიდი დღეა არა მარტო ზუგდიდისა და სამეგრელოსთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის მართლმადიდებლებისთვის და საქრისტიანოსთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა. მსახურებას, მრევლთან ერთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა. მსახურებას, მრევლთან ერთა…

15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.

მსახურებას, მრევლთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. საგანგებოდ დღესასწაულისთვის, ზუგდიდში იმყოფება იერუსალიმის საპატრიარქოს მიტროპოლიტი.

წმინდა დღესასწაული საზოგადოებას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მიულოცა.

"ნამდვილად წმინდა და დიდი დღეა არა მარტო ზუგდიდისა და სამეგრელოსთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, მართლმადიდებლებისთვის და საქრისტიანოსთვის.

ვლაქერნობის დღესასწაული არის დღე, როდესაც ღვთისმშობლის კვართის გამოსვენება ხდება და მსახურება აღევლინება საკათედრო ტაძარში. ყველას ვულოცავთ ამ დღეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო დღეებში ხდება მსახურება და ესწრება უამრავი ადამიანი. წირვას ახლა გამორჩეული პატრიარქი ატარებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

წირვის დაწყებამდე დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა კვართი გამოაბრძანეს. სასულიერო პირების და მრევლის მონაწილეობით შედგა მსვლელობა. მომლოცველებმა გაიარეს ქალაქის მთავარი გამზირი და წმინდა სამოსელი - ივერიის ღვთისმშობლის ხატი საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს