ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იყოს ქრისტიან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იყოს ქრისტიან…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იყოს ქრისტიანული სარწმუნოების და ღირებულებების სადარაჯოზე.

„ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს - ვლაქერნობას. საქართველო გამორჩეული ქვეყანაა იმით, რომ ჩვენ გვერგო უდიდესი პატივი, ვიყოთ უფლის და ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი. ეს დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყოთ ქრისტიანული სარწმუნოების და ღირებულებების სადარაჯოზე.

ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე გადმოგვცეს. ღირებულებები, რაც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია.

მოხარული ვარ, რომ დღეს პარლამენტის წევრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დავსწრებოდი სადღესასწაულო წირვას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. განწყობა, რომელიც ზუგდიდშია, რომელიც წირვის დროს იყო, მათ შორის უცხოელი სტუმრები, სასულიერო თუ საერო პირები ხაზს უსვამენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღნიშვნას.

წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, რათა სრულად გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს ერს, როგორც უფლის კვართის და ღვთისმშობლის კვართის მცველ სახელმწიფოს გააჩნია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებული ლიტანიობა - ტრადიციული მსვლელობა დადიანების ისტორიული სასახლიდან დაიწყო, საიდანაც ღვთისმშობლის კვართი გამოაბრძანეს და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.

პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს