ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

თბილისში ტრამვაი ბრუნდება - ახალი ხაზის პროექტზე საერთაშორისო კონსორციუმი იმუშავებს

თბილისში ტრამვაი ბრუნდება - ახალი ხაზის პროექტზე საერთაშორისო კონსორციუმი იმუშავებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • I.Y.I. - ეს არის საერთაშორისო ერთობლივი საწარმო, რომელიც თბილისში ტრამვაის ახალი ხაზის მოწყობაზე იმუშავებს. თურქეთში რეგისტრირებული კონსორციუმი სამ გამოცდილ კომპანიას აერთიანებს. თითოეულ მათგანს სამშენებლო-საინჟინრო მიმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

I.Y.I. - ეს არის საერთაშორისო ერთობლივი საწარმო, რომელიც თბილისში ტრამვაის ახალი ხაზის მოწყობაზე იმუშავებს. თურქეთში რეგისტრირებული კონსორციუმი სამ გამოცდილ კომპანიას აერთიანებს. თითოეულ მათგანს სამშენებლო-საინჟინრო მიმა…

I.Y.I. - ეს არის საერთაშორისო ერთობლივი საწარმო, რომელიც თბილისში ტრამვაის ახალი ხაზის მოწყობაზე იმუშავებს. თურქეთში რეგისტრირებული კონსორციუმი სამ გამოცდილ კომპანიას აერთიანებს. თითოეულ მათგანს სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ მიერ განხორციელებულ მსხვილ პროექტებს შორისაა სტამბოლის მეტროს გვირაბებისა და ხაზების მშენებლობა, დოჰას მეტროს წითელი ხაზი და თურქეთში სარკინიგზო ხიდების მოწყობა.

თბილისში ტრამვაი დაბრუნდება. ახალი ხაზი დიდ დიღომში მცხოვრებლებს მეტროსადგურ "დიდუბესთან" დააკავშირებს. თითქმის 8-კილომეტრიან ლიანდაგზე 11 გაჩერება მოეწყობა. პროექტი ასევე მოიცავს დეპოს მშენებლობას, რომელიც 11 ერთეული ტრამვაის მომსახურებას უზრუნველყოფს.

პარალელურად, თბილისში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას განაგრძობს. სიახლეა №344 მარშრუტის მგზავრებისთვის. უკვე რამდენიმე დღეა, ზემო ფონიჭალიდან მოქალაქეებს პირდაპირ სადგურის მოედნამდე შეუძლიათ მგზავრობა. მარშრუტს ექვსი ახალი, 12-მეტრიანი ავტობუსიც დაემატა.

სიახლეებია გლდანის რაიონშიც, სადაც გარკვეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზება შეიცვალა. მეტროსადგურ "სარაჯიშვილთან" და მინდელის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლი მოეწყო. მოძრაობის ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების მიზნით ამოქმედდა.

ტრამვაის ახალი ხაზი, მარშრუტების ოპტიმიზაცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება - ამ სიახლეებზე დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, გლდანში სრულად განახლდება ე.წ. ამერის სტადიონიც. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ტერიტორიაზე სამი საფეხბურთო მოედანი მოეწყობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს