ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი ფურცელაძე საქართველოში ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა

ირაკლი ფურცელაძე საქართველოში  ბავშვთა ფონდის (UNICEF)  წარმომადგენელს  იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე საქართველოში ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ბავშვთა კეთილდღეობისთვის მნიშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე საქართველოში ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ბავშვთა კეთილდღეობისთვის მნიშ…

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე საქართველოში ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ბავშვთა კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის საკითხებსაც. ყურადღება გამახვილდა იმუნიზაციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ელექტრონული სისტემების, ვირუსული ჰეპატიტების, გარემოს ჯანმრთელობის და ტყვიის ზედამხედველობის საკითხებზე.

იზაბელა კასტროჯოვანიმ დადებითად შეაფასა ცენტრის მუშაობა ბავშვთა დაცვის მიმართულებით და აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქვეყანაში არსებულ ინიციატივებს, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების გაუმჯობესებას უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოში, UNICEF-ის საქმიანობა მუდმივად მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისაკენ.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს