ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შპს "იმერმედი" - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) ჯამში 8 000 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს თავმჯდომარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შპს "იმერმედი" - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) ჯამში 8 000 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს თავმჯდომარ…

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შპს "იმერმედი" - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) ჯამში 8 000 ლარით დააჯარიმა.

სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, სააგენტომ კომპანიისგან ინფორმაცია გამოითხოვა. ეკონომიკურმა აგენტმა სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარუდგინა და უწყებასთან არ ითანამშრომლა. მოგვიანებით, კომპანიამ სააგენტოს განმეორებითი მოთხოვნაც უგულებელყო.

შესაბამისად, ეკონომიკური აგენტი ორჯერ, ჯამში 8 000 ლარით დაჯარიმდა.

კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ეკონომიკური აგენტისგან გამოითხოვოს საჭირო, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაცია და განსაზღვროს მისი მიწოდების გონივრული ვადა.

სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, აგრეთვე სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, იურიდიული პირი 3 000, ხოლო ფიზიკური პირი 1 000 ლარით ჯარიმდება. ჯარიმის დაკისრება პირს მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

ამასთან, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, იურიდიულ პირს დამატებით 5 000 ლარის, ხოლო ფიზიკურ პირს - 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს