ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონული სამსახურებისთვის ახალი სპეცტექნიკა შეიძინა, რომელიც რეგიონებში განაწილდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონული სამსახურებისთვის ახალი სპეცტექნიკა შეიძინა, რომელიც რეგიონებში განაწილდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონული სამსახურებისთვის ახალი JCB-ის ტიპის მრავალფუნქციური სპეცტექნიკა შეიძინა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეძენილი ტექნიკა ეტაპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონული სამსახურებისთვის ახალი JCB-ის ტიპის მრავალფუნქციური სპეცტექნიკა შეიძინა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეძენილი ტექნიკა ეტაპ…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონული სამსახურებისთვის ახალი JCB-ის ტიპის მრავალფუნქციური სპეცტექნიკა შეიძინა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეძენილი ტექნიკა ეტაპობრივად გადანაწილდება კომპანიის ოპერირების არეალში შემავალ ყველა რეგიონში, რეგიონულ სერვის ცენტრებსა და შესაბამის საოპერაციო ერთეულებში, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით.

სპეცტექნიკა გამოყენებული იქნება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე მიმდინარე სამუშაოების, ავარიული დაზიანებების აღმოფხვრის, მიწის სამუშაოებისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად.

ახალი ტექნიკა რეგიონულ ჯგუფებს სამუშაოების უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება, გააუმჯობესებს ავარიულ შემთხვევებზე რეაგირების შესაძლებლობასა და მომსახურების ხარისხს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ტექნიკური რესურსების განახლებასა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას ეტაპობრივად განაგრძობს.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს