ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

თბილისის ეროვნულ პარკში პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

თბილისის ეროვნულ პარკში პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის ეროვნულ პარკში პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა,- ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათი თქმით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმდებარე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის ეროვნულ პარკში პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა,- ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათი თქმით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმდებარე…

თბილისის ეროვნულ პარკში პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა,- ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათი თქმით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში და წარმოედგინათ ნამუშევრები თემაზე „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ესეს, ფოტოსურათის ან ნახატის სახით.

„პროექტი მთელი წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. მონაწილეებისთვის საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა, შემეცნებითი შეხვედრა და საველე გასვლა გაიმართა, რაც მათ ბუნების დაცვის მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში დაეხმარა.

დასკვნით ღონისძიებაზე კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები სპეციალური სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების დაცვის კულტურის პოპულარიზაცია, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება.“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს