ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქუთაისის საერთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქუთაისის საერთ…

სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, KIU-ს პროფესორმა ალექსანდრე მესხმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს STEM მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობას, მათემატიკის როლის გაძლიერებას თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროში, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალგაზრდა თაობის პროფესიულ მხარდაჭერას. პარტნიორობა ხელს შეუწყობს ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების შექმნას, როგორც სტუდენტებისთვის, ისე მკვლევრებისა და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.

მხარეები ითანამშრომლებენ ისეთი ძირითადი მიმართულებებით, როგორებიცაა: ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონული კონფერენციების, სემინარების, ოლიმპიადებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება; საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ერთობლივი პროექტების შემუშავება; თანამედროვე მათემატიკური კვლევებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების პოპულარიზაცია.

აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია KIU-ში დაფუძნებული, გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვითარებისთვის, რომელსაც პროფესორი ალექსანდრე მესხი ხელმძღვანელობს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს STEM მეცნიერების მიმართულებით პროგრამების განხორციელება და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს როლს საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს