ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს საავიაცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს საავიაცი…

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს საავიაციო და ტურიზმის სექტორის საჯარო უწყებებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა უმსხვილესი ჩინური ავიაგადამყვანის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ უმნიშვნელოვანესი ბიძგი მისცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ასევე ეკონომიკური - მათ შორის საავიაციო სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ავიარეისების დამატებას.

სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ China Eastern Airlines-ის პირველი რეისი მაქსიმალური - 98%-იანი დატვირთულობით შესრულდა. აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია ავიაკომპანიის მომდევნო ფრენებზეც იკვეთება, რაც ახალი მიმართულებით მგზავრთა მხრიდან მაღალ ინტერესსა და მოთხოვნაზე მიუთითებს. ამასთან, როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შანხაი-თბილისის საჰაერო ხაზი წარმოადგენს ყველაზე შორი მანძილის რეგულარულ ფრენას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პირველ გრძელმაგისტრალურ ავიარეისს თავად China Eastern Airlines-ისთვის კავკასიის რეგიონში. მხარეთა შეფასებით, აღნიშნული ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

საქართველო-ჩინეთის საჰაერო მიმოსვლის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, მხარეებმა შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე ოპერირების შემდგომი ზრდის შესაძლებლობები განიხილეს და შესაბამისი ორმხრივი ღონისძიებები დასახეს. აღინიშნა, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ დადგენილი ბაზარზე დაშვების მოქნილი პროცედურები, ასევე ქართული მხარის მიერ ტურისტების მოზიდვის მიზნით შეთავაზებული ხელშემწყობი აქტივობები, საჰაერო მიმოსვლის შემდგომი გაფართოების მყარ წინაპირობას ქმნის.

სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოისმინა ავიაკომპანიის სამომავლო გეგმებიც, რაც, საჰაერო ხომალდების ფლოტის ზრდასთან ერთად, საოპერაციო შესაძლებლობების გაძლიერებასა და ფრენების სიხშირის კიდევ უფრო გაზრდას ითვალისწინებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს