ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებს - „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „კარწახი -ახალქალაქის სარკინიგზოს“ და „ვალეს“ ესტუმრა ესტუმრა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებს - „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „კარწახი -ახალქალაქის სარკინიგზოს“ და „ვალეს“ ესტუმრა ესტუმრა,…

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებს - „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „კარწახი -ახალქალაქის სარკინიგზოს“ და „ვალეს“ ესტუმრა ესტუმრა, სადაც საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მსვლელობისას, მან ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდების მნიშვნელობას და გაზრდილ სატვირთო ავტომობილების ნაკადის ეფექტურად მართვის პროცესში განხორციელებული ღონისძიებები განიხლა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის ხელმძღვანელი საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც მებაჟე ოფიცრების სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ამასთან, ,,ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყოფნისას, უწყების ხელმძღვანელმა დაათვალიერა ახალი, დამატებითი გასასვლელების (სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის) მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები.

რეგიონში სტუმრობისას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა ახალციხისა და ბორჯომის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, სადაც გადასახადის გადამხდელთათვის შეთავაზებული სერვისების მიწოდების პროცესს პირადად გაეცნო. სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას, მიხეილ მაღლაკელიძემ აღნიშნა, რომ მომხმარებლებთან კოორდინირებული თანაშრომლობის გარეშე, შეუძლებელი იქნება უწყების მიერ, დასახული მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება.

რეგიონალურ შეხვედრებს, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები: ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყენია და სხვა პასუხისმგებელი პირები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს