ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 4

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ჭიათურაში დაიწყო

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ჭიათურაში დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლე…

კომუნიკაციების კომისიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებების ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია.

,,ტრენინგები ჩატარდება თემებზე: ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის. ComCom-ის წარმომადგენლები ასევე, პროგრამის გაცნობის მიზნით, ჭიათურის რესურსცენტრის ხელმძღვანელს და სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.

კომუნიკაციების კომისია ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტრენინგებს 40 სამიზნე სოფელში ჩაატარებს. ჭიათურაში პროგრამის სამიზნე დასახლებებია: ბეგიაური, ბიღა, ბჟინევი, დარკვეთი, დიდი კაცხი, ეწერი, გეზრული, გუნდაეთი, ითხვისი, კალაური, კაცხი, ხალიფაური, ხრეითი, ქვაციხე, ქვედა ბერეთისა, ქვედა ჭალოვანი, მანდაეთი, მეჩხეთური, მერევი, მორძგვეთი, ნიგოზეთი, რგანი, რცხილათი, საკურწე, სალიეთი, სკინდორი, სვერი, თაბაგრები, ტყემლოვანა, წასრი, წირქვალი, წყალშავი, ცხრუკვეთი, თვალუეთი, უსახელო, ვაჭევი, ზედა ბერეთისა, ზედა ჭალოვანი, ზედუბანი, ზოდი.

აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. ტრენინგებზე დასასწრებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 59 39 84", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს