ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს და უსაფრთხო სისხლის მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს და უსაფრთხო სისხლის მ…

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს და უსაფრთხო სისხლის მარაგების შევსებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

ღონისძიების ფარგლებში, ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ რეგულარული დონორები დააჯილდოვა, მათ შორის - ცენტრის 8 თანამშრომელი.

ცენტრი აქტიურად უზრუნველყოფს უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ პაციენტებს, ვისთვისაც სისხლი და მისი კომპონენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ღონისძიებაზე თემატური პრეზენტაცია „სისხლის დონაციის მნიშვნელობა და უსაფრთხო სისხლის როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ წარადგინა.

„თითოეული ადამიანი, რომელიც რეგულარულად აბარებს სისხლს, არა მხოლოდ კონკრეტულ პაციენტებს ეხმარება სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში“ - განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ დონორს გაღებული წვლილისა და გადარჩენილი სიცოცხლისათვის.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს