ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ივანე აბაშიძე – საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი

ივანე აბაშიძე – საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღ…

2026 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ივანე აბაშიძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგი საჯარო და კერძო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობისა და საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდის ხარჯზე იქნა მიღწეული.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები და საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემის გამართული მუშაობა, რის ხარჯზეც გემების გაფორმების ბიუროკრატიული პროცედურები 24 საათიდან მინიმუმამდე – ერთ საათამდე შემცირდა. აღნიშნული შედეგი მოწმობს, რომ საქართველოს ნავსადგურებში გემების მოცდენის მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს და რაც მთავარია, იზრდება გემების საერთო ტონაჟი და მოცულობა, რაც ავტომატურად აისახება ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელზეც“, – აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის ექვს თვეში საქართველოს პორტებში მიღებული გემების ჯამური ტვირთამწეობა (გროს ტონაჟი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 10.7 მილიონ GT-ს მიაღწია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს