ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

„თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას

„თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას ეყრდნობა, - ამის შეს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას ეყრდნობა, - ამის შეს…

წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას ეყრდნობა, - ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს.

როგორც ორგანიზაცია წერს, საქართველოდან ბევრი ქვიარ ადამიანი "მზარდი რეპრესიის, ძალადობისა და ანტი-ლგბტქ+ კანონების" გამო წავიდა.

"თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, 8 აგვისტოს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პრაიდში მონაწილეობით, სოლიდარობას უცხადებენ ლგბტქ+ ადამიანებს საქართველოში და გამოთქვამენ იმედს, რომ "ერთ დღეს საქართველოში ყველას შეეძლება იზეიმოს საკუთარი იდენტობა."

"ბევრი ქვიარ ადამიანისთვის საზღვრის გადაკვეთა არჩევანი არ ყოფილა - ეს საქართველოში მზარდი რეპრესიის, ძალადობისა და ანტი-ლგბტქ+ კანონების შედეგი იყო.

ჩვენ საზღვარგარეთაც ვაზიარებთ ჩვენი თემის ისტორიებს და ვინარჩუნებთ იმედს, რომ ერთ დღეს საქართველოში ყველას შეეძლება იყოს ის, ვინც არის, და იზეიმოს საკუთარი იდენტობა, თავისუფლად და უსაფრთხოდ.

ანტვერპენში მსვლელობისას სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტქ+ ადამიანებს საქართველოში. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ლგბტქ+ თემზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა და რომ საზღვრებს მიღმა სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

შევხვდებით ანტვერპენის პრაიდზე! Hessenplein, Antwerp, 8 აგვისტო, 13:00" - წერს "თბილისი პრაიდი" სოციალურ ქსელში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს