ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, III მიკრორაიონში, N30 კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო სივ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, III მიკრორაიონში, N30 კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო სივ…

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, III მიკრორაიონში, N30 კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო სივრცე და საბავშვო ზონა. ასევე, განთავსდა სამი განსხვავებული ზომისა და დანიშნულების დასასვენებელი პავილიონი და შეიქმნა ძაღლებისთვის განკუთვნილი კინოლოგიური სივრცე.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა, ხოლო ტერიტორია აღიჭურვა თანამედროვე საპარკო ავეჯით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანების სამუშაოებს - ტერიტორიაზე დაირგო 2 751 ნერგი, რომლის ღირებულება 657 100 ლარს შეადგენს. ასევე, 5 316 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი, რისთვისაც 85 962 ლარი დაიხარჯა.

რეკრეაციული სივრცე ერთ ჰექტარ ფართობზე მოეწყო. პროექტის ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს