ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

გივი მიქანაძე საზღვარგარეთ დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართულ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

გივი მიქანაძე საზღვარგარეთ დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართულ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პრ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ ფარგლებში საზღვარგარეთ დისტანციურად შეისწავლიან ქართულ ენას.

„საამაყოა, რომ ქართველი ახალგაზრდები, საზღვარგარეთ ცხოვრების მიუხედავად, არ კარგავენ ინტერესს ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის მიმართ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა პროგრამაში ჩართულ პედაგოგებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით ეხმარებიან ახალგაზრდა თაობას ქართულ ენასთან, ეროვნულ იდენტობასა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაში.

მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ახალგაზრდები იცნობდნენ ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც დაეხმარება მათ ეროვნული იდენტობის გაძლიერებაში. მჯერა, ეს ახალგაზრდები საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრაზე სიტყვით ასევე გამოვიდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ონლაინ ფორმატში სწავლობენ მშობლიურ ენას, ეცნობიან საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

სასწავლო პროცესს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული და გადამზადებული კვალიფიციური პედაგოგები წარმართავენ.

პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება საგნობრივი პორტალის „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ მეშვეობით, სადაც შესაძლებელია რეგისტრაცია, სასწავლო ჯგუფისა და პედაგოგის შერჩევა. პორტალზე ასევე ხელმისაწვდომია სასწავლო რესურსები.

პორტალი „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ 2025 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, კანადა და სხვა) მცხოვრებ 3 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს