ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „სახ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „სახ…

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუმჯობესების საკითხებზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის სამართლებრივი მოწესრიგება და სტანდარტიზაცია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სამუშო ჯგუფის წევრებმა ასევე იმსჯელეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გაციფრულების, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ტერმინთბანკის განვითარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, მოისმინეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია, სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავება. მათ შორის, განიხილება საკანონმდებლო ცვლილებებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების პაკეტის წარდგენა. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ შესასწავლი საკითხების მოცულობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა გახანგრძლივდეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართველურ ენათა დაცვის, ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს