ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი რეგიონში მევენახ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი რეგიონში მევენახ…

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სამეცნიერო რეკომენდაციების ფერმერებისთვის გაცნობა იყო.

შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მიმართა და სამეცნიერო ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სამეცნიერო კვლევების შედეგები და თანამედროვე აგროტექნოლოგიები ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრების საშუალებით მათ ვუზიარებთ იმ ცოდნასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც აუცილებელია ახალი ვენახების სწორად გაშენების, მათი ეფექტიანი მოვლისა და ხარისხიანი მოსავლის მიღებისთვის“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

სამუშაო შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძეც ესწრებოდა. მან მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მოქმედ ახალ რეგულაციებსა და დარგის განვითარებაში მეცნიერებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოსთვის სტრატეგიული დარგია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეცნიერებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას, რადგან ვენახის სწორად გაშენება, მოვლა და საბოლოოდ მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - განაცხადა ზურაბ ვაჭარაძემ.

შეხვედრის ფარგლებში ცენტრის მეცნიერ-სპეციალისტებმა მონაწილეებს ქვემო ქართლის ვაზის ადგილობრივი ჯიშების პოტენციალი, სავენახე ნიადაგების თავისებურებები, მათი მართვის თანამედროვე მიდგომები და ვაზის ინტეგრირებული დაცვის პრინციპები გააცნეს.

მონაწილეებმა ჯიღაურას საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს, სადაც ქართული ვაზის გენეტიკური რესურსია დაცული. ასევე გაიმართა ქვემო ქართლისთვის დამახასიათებელი და პერსპექტიული ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს