ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა.

„განსაკუთრებულია 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება – წელს ჩვენ დიდი ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წელს აღვნიშნავთ. ახლა თითოეული კურსდამთავრებული ხარობს, მაგრამ არანაკლები სიხარულია თითოეული პროფესორ-მასწავლებლის გულში, რომლებმაც მთელი თავიანთი მონდომება და ძალისხმევა ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიცემას მიუძღვნეს.

მსურს, ახალგაზრდებს მივმართო: ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობების და გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანის წარმატება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის სიამაყე და წარმატებაა. მჯერა, თქვენი ცოდნითა და პროფესიონალიზმით არაერთხელ ასახელებთ თქვენს ოჯახს, მასწავლებლებს და ჩვენს საყვარელ სამშობლოს!“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებაზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. მათ წარჩინების სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელამ – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო პროფესორებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სტუდენტური ჰიმნი „გაუდეამუსი“ შეასრულეს.

გამოსაშვები ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის ფასადზე 3D პროექცია მოეწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 3298 კურსდამთავრებული ჰყავს. 2026-2027 სასწავლო წელს კი უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე 8600-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს