ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

საბა სვანიძე – გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე სტაჟირება, დღეს იმ ადამიანებთან ვმუშაობ, ვისგანაც პროფესიული გამოცდილება მივიღე

საბა სვანიძე – გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე სტაჟირება, დღეს იმ ადამიანებთან ვმუშაობ, ვისგანაც პროფესიული გამოცდილება მივიღე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღეს ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელი, მონაწილეობას მივიღებდი ახალი მაგისტრალური გზის გახსნის ღო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღეს ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელი, მონაწილეობას მივიღებდი ახალი მაგისტრალური გზის გახსნის ღო…

დღეს ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელი, მონაწილეობას მივიღებდი ახალი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაში, – ამის შესახებ საგზაო ინჟინერმა, საბა სვანიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საბა სვანიძემ აღნიშნა, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიარა სტაჟირება.

„ყველაფერი გასულ წელს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით გადავწყვიტე მეცადა ბედი. სტაჟირება ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე და სტაჟირების დასრულების შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავსაქმდი. დღეს იმ ადამიანებთან ერთად ვმუშაობ, ვისგანაც პირველი პროფესიული გამოცდილება მივიღე და მიხარია, რომ დღეს უკვე რეალური პროექტების განხორციელებაში ვმონაწილეობ. გზებს, ხიდებსა და გვირაბებს, პირველ რიგში, ადამიანების შრომა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი აშენებს. ამიტომაც, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, მივიღე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნებოდა ჩემი ცხოვრების მანძილზე. მე მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს და ვუთხრა, რომ ტექნიკური საგნები თუ გაინტერესებთ და გამოწვევები არ გაშინებთ, აუცილებლად დაფიქრდით საინჟინრო პროფესიის არჩევაზე. საბოლოოდ კი, მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას ამ შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა საბა სვანიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს