ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

ბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: განსაკუთრებით ყველა გურულს შეეხეთ მაგით. ვინც ეგ იკადრეთ, ვინც მანდ ხართ და ტაშს უკრავთ, ყველანაირი გაგებით პატარა ხალხი ხართ. ფარჩაკები ხართ ცხოვრებით, ვინც ეგ იკადრეთ

ბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: განსაკუთრებით ყველა გურულს შეეხეთ მაგით. ვინც ეგ იკადრეთ, ვინც მანდ ხართ და ტაშს უკრავთ, ყველანაირი გაგებით პატარა ხალხი ხართ. ფარჩაკები ხართ ცხოვრებით, ვინც ეგ იკადრეთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მომღერალი ბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. საქმე ეხება კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტს, სადაც მწერლის მიმართ სიძულვილის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მომღერალი ბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. საქმე ეხება კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტს, სადაც მწერლის მიმართ სიძულვილის…

მომღერალი ბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. საქმე ეხება კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტს, სადაც მწერლის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს.

ბექა ჩხაიძე ნოდარ დუმბაძის მისამართით გაჟღერებულ შეურაცხყოფას გმობს და ვიდეოში აკრიტიკებს ვიდეოში მონაწილე პირებსა თუ აუდიტორიას, ვინც მწერლის მიმართ უცენზურო ლექსიკა გამოიყენა, ან ამ ფაქტს ოვაციით შეხვდა.

მისივე თქმით, ამ ქმედებით ავტორებმა შეურაცხყოფა მიაყენეს პირველ რიგში, თითოეულ გურულს და მათ „სამარცხვინო, სულით პატარა ხალხს“ უწოდებს.

„ახლა ჩამიგდეს ნოდარ დუმბაძეს როგორ აგინებს ეს ფარჩაკი ნოლი ვიღაცა. და ის იმათ, ტაშს რომ უკრავენ. ეს პატარა ხალხი, ესენი... ესენი სულით და გონებით პატარა ხალხი. თავისუფალი კი არა, თქვენ ხართ თავისუფლების მონები! აი, ევროპის წაკუზული მონები ხართ თქვენ, მაგას თუ თქვენ თავისუფლებას ეძახით, რასაც აკეთებთ. თქვენ ამაზრზენო ფარჩაკებო! აი, ყველაფრით წინ ვართ თქვენთან, ყველანაირ შემხებლობაში წინ ვართ თქვენთან. და, აი არ მინდა... იმიტომ არ გაგინებთ, რომ რაღაცა აი, მინუსში დავრჩე, არ მინდა რა. აი, შენ ფარჩაკო, შენ, ვინც მაგას კადრულობ. ყოველთვის იმას ვიძახი, რომ მთელ გურულებს ერთი ბაბუა გვყავს-თქო ნოდარ დუმბაძის სახით-თქო და გვაერთიანებს ეს კაცი-თქო რა. და ეს პატარა კაცი, ეს ცხოვრებით პატარა კაცი, ვითომ რომ აი რაღაცა, აი ვითომ რას შვები შენ ფარჩაკო?!

ნოდარ დუმბაძის არ იყოს... აი სიბერეში დამტირებელი არ გეყოლება შენ, მაგ გაგებით ვინც ცხოვრობ, აი შენ, ვინც ხარ ახლა, ვინც ეგ იკადრე რა. და ერთს გეტყვი, რომ ყველა გურულს შეეხე მაგით, განსაკუთრებით ყველა გურულს შეეხე მაგით. ფუი, შენი დარჩენილი ცხოვრების რა ვთქვი მე და აი, ვინც მანდ ხართ და ვინც მაგას ტაშს უკრავთ. თქვენ ხართ სამარცხვინო, ნოლი ხალხი! ვინც ეგ იკადრეთ და ვინც მანდ იცინით და რაღაცას ღლიცინებთ. აი, სულით პატარები, ყველანაირი გაგებით პატარა ხალხი ხართ. ფარჩაკები ხართ ცხოვრებით, აი ვინც ეგ იკადრეთ რა.

მეტის თქმა... აი, არ ვიცი რა უნდა გითხრათ. აი, აი რა ვთქვა, არ ვიცი. სული ამეწვა ბიჭო, ნოდარ... აი, რა ქენით ამით? ვაფშე რა ხელწერა გაქვთ? ხალხი ხედავს ამას, მარა რატო იუბედურებთ ასე ცხოვრებას? ეს რა არის ვაფშე, რა გაგებაა? რა ქენით ამით? ფუი თქვენი, ფარჩაკებო თქვენ! აი, ყველა გურულს შეეხეთ მაგით რა, ერთი იცოდე შენ, ჯიგარო, მანდ რომ იგინები. ყველა გურულს შეეხე მაგით! ფუი შენი დარჩენილი ცხოვრების რა ვთქვი მე.“- აცხადებს ჩხაიძე.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს