ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება

ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი,…

ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.

რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპს მოიცავს. რეგისტრაციის მეორე ეტაპი გუშინ დასრულდა, რომელშიც რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის იყო შესაძლებელი. პირველ ეტაპზე რეგისტრაციის გავლა კი თბილისში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილებს, ასევე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონეეთა შვილებსა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს შეეძლოთ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს