ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ

ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარ…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ.

პარლამენტის წევრებმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მნიშვნელობაზე, თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერის გაძლიერებაზე. მათ ასევე ისაუბრეს ინკლუზიური გარემოს შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც თითოეული მოსწავლის სრულფასოვან ჩართულობასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინეს საჯარო დიალოგის ძირითადი მიგნებები და მის საფუძველზე შემუშავებული ინიციატივები. მათ შორის: რესურსსკოლების მეთოდოლოგიურ ცენტრებად გარდაქმნა, სკოლამდელი განათლების საფეხურზე ინკლუზიური სერვისების განვითარება, სპეციალური მასწავლებლებისა და ასისტენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე დისლექსიის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ მიზანია სახელმწიფო უწყებებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერება. ინიციატივა მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის არსებული მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საჯარო დიალოგი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. ქვეყნის მასშტაბით 15 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 2 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ღონისძიებას პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლები, სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე მსოფლიო ბანკის პროექტის - „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს