ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ლევან მეხუზლა: შესაბამის მევენახეობის ზონაში გაშენებული ვენახისთვის, 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს

ლევან მეხუზლა: შესაბამის მევენახეობის ზონაში გაშენებული ვენახისთვის, 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ 2026 წლის რთველის სამზადისისა და სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი დიფერენცირებული ფასები, ხარისხიანი ყურძნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ 2026 წლის რთველის სამზადისისა და სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი დიფერენცირებული ფასები, ხარისხიანი ყურძნ…

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ 2026 წლის რთველის სამზადისისა და სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი დიფერენცირებული ფასები, ხარისხიანი ყურძნის მოსავლის მიღებას შეუწყობს ხელს.

"ფასების დიფერენციაცია მევენახისთვის მოტივაციაა, აწარმოოს ხარისხიანი ყურძენი. საქართველოში, თუ ვენახი შესაბამის მევენახეობის ზონაშია გაშენებული და სათანადოდ არის მოვლილი, 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. თუ ეს მაჩვენებელი ვერ მიიღწევა, მიზეზი, როგორც წესი, აგროტექნიკური მოთხოვნების დარღვევაა - ზედმეტი მორწყვა, შხამ-ქიმიკატებისა და სასუქების ჭარბი გამოყენება ან ვენახის გაშენება ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მევენახეობისთვის არ არის რეკომენდებული, მაგალითად, ჭალაში ან მაღალმთიან ზონაში“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მოსახლეობისგან ყურძენს დიფერენცირებული ფასებით შეისყიდის. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებადართული ყურძნის ჯიშების შემთხვევაში, თუ შაქრიანობა 20%-ს აღემატება, ერთი კილოგრამის შესყიდვის ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0.30 ლარი. საფერავის ჯიშის ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა 22%-ს აღემატება, ერთი კილოგრამის ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0.30 ლარი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს