ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

გივი მიქანაძემ სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ რობერტო პეტისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

გივი მიქანაძემ სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ რობერტო პეტისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ რობერტო პეტისთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ რობერტო პეტისთა…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ რობერტო პეტისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტს შორის განათლების და მეცნიერების სფეროებში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

გივი მიქანაძემ პროფესორ რობერტო პეტის საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ ინიციატივებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ხორციელდება.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

პროფესორი რობერტო პეტი საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. მისი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოს ექსპერიმენტის (DUNE) კონცეფციის განვითარებაში, დეტექტორის შესაძლებლობების შეფასებასა და მაღალი სიზუსტით გაზომვების მეთოდოლოგიის შემუშავებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს