ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

რევაზ სოხაძე: საქართველო აძლიერებს სატრანზიტო როლს და აგრძელებს სტრატეგიული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას

რევაზ სოხაძე: საქართველო აძლიერებს სატრანზიტო როლს და აგრძელებს სტრატეგიული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო პარტნიორის როლი. მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო პარტნიორის როლი. მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარ…

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო პარტნიორის როლი.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველოს მიმზიდველობას მხოლოდ განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა არ განსაზღვრავს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობა, პროგნოზირებადი გარემო და სანდოობა.

„რაც უფრო ეფექტიანად გამოვიყენებთ ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს, მით უფრო მეტად აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი საგზაო პროექტი მიმდინარეობს. მისი თქმით, მიმდინარე წელს სრულად გაიხსნება თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. აქტიურად გრძელდება სამუშაოები კახეთის მიმართულებით, იწყება თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, რომელიც როგორც საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობისთვის, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ასევე იწყება სარფის გვირაბის პროექტი, აქტიურად მიმდინარეობს კობი- ქვეშეთისა და გველეთი-ლარსის მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო პროექტებს წარმოადგენს. მინისტრის თქმით, დაწყებულია სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის პროექტირება, უახლოეს პერიოდში კი ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყება.

მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით იწყება სამხრეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის განვითარების პროექტიც, რომელიც მარნეულს ახალციხესთან დააკავშირებს. პირველ ეტაპზე პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდება.

„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყვეტი პროცესია. თანამედროვე და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, კონკურენტუნარიანობისა და რეგიონული ფუნქციის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს