ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში დასასვენებელი სივრცე მოეწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N6 ა, ბ, გ და ვ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N6 ა, ბ, გ და ვ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხ…

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N6 ა, ბ, გ და ვ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის მიზანია, გამოიყენოს ყველა შესაბამისი სივრცე იმისთვის, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცეები არსებობდეს.

„პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოძველებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული ზონები, ასევე დამონტაჟდა თანამედროვე გარე განათების სისტემა და საპარკო ინვენტარი, კერძოდ, სკამები და ურნები. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანების ფართომასშტაბიანი სამუშაოები, მოეწყო ტროტუარი და საპარკინგე სივრცე. მინდა, მადლობა გადავუხადო დიდუბის რაიონის გამგეობას განხორციელებული პროექტისთვის. სადაც შესაძლებელია და სადაც არსებობს ამ ტიპის სივრცეები, თუნდაც პატარა, ყველგან შევდივართ, რომ კონკრეტულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ დასვენების, გართობისა და ვარჯიშის შესაძლებლობა. მსგავსი სივრცეები უნდა იყოს კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს