ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

ჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის შვილის მკურნალობაზე: კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, რათა პაციენტს ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, ამასთან, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს მოქმედი კანონმდებლობა

ჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის შვილის მკურნალობაზე: კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, რათა პაციენტს ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, ამასთან, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს მოქმედი კანონმდებლობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თამარ იარაჯულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მან საჯაროდ ისაუბრა, სამინისტრო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის. „საქართველოს ჯ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თამარ იარაჯულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მან საჯაროდ ისაუბრა, სამინისტრო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის. „საქართველოს ჯ…

თამარ იარაჯულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მან საჯაროდ ისაუბრა, სამინისტრო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის თითოეული პაციენტის ჯანმრთელობა და საუკეთესო ინტერესების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია, მით უფრო, როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება. მხოლოდ და სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს უწყება მოცემულ შემთხვევაშიც.

პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი დარგების წამყვან სპეციალისტებთან. ასევე, შეიკრიბა შესაბამისი კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქვეყნის წამყვანი კლინიცისტები და ყველა შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი, რის საჭიროებაც ამ დრომდე გამოიკვეთა. სამინისტროს მხრიდან ითქვა იმის შესახებაც, რომ მომავალში, ნებისმიერი მსგავსი საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობა.

კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში არსებობს და სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, მათ შორის პროფესიული შესაძლებლობები, რათა პაციენტს საერთაშორისო კლინიკური პროტოკოლებისა და გაიდლაინების სრული დაცვით ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, მათ შორის - ქირურგიული ჩარევა საჭიროებისამებრ, ასევე - ყველა სხვა მხარდამჭერი მანიპულაცია. ამასთან, საუბარია არც თუ რთულ სამედიცინო პროცედურებზე, რომლის მსგავსიც ყოველდღიურად ტარდება, მაღალ დონეზე, საქართველოს არაერთ კლინიკაში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონსილიუმის შეფასებით, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ყველა აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს მოქმედებას მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების, პროფესიული სამედიცინო შეფასებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს