ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნინო თანდილაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე საფრანგე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნინო თანდილაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე საფრანგე…

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნინო თანდილაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე საფრანგეთის წარმომადგენელი შეცვალა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა წინამორბედს გაწეული საქმიანობისთვის, კომიტეტის წევრებს კი – მისი კანდიდატურის მხარდაჭერისა და არჩევისთვის.

ეთიკისა და აუდიტის კომიტეტი კლიმატის მწვანე ფონდის მუდმივმოქმედი ორგანოა, რომლის ძირითადი ფუნქცია ფონდის ეთიკისა და ინტერესთა კონფლიქტის წესების შესრულების ზედამხედველობა, ფინანსური კონტროლი, შიდა აუდიტის პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაა. კომიტეტი შედგება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებიც, ამავდროულად, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრები არიან. ნინო თანდილაშვილი ფონდის მმართველ საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს წარმოადგენს.

„კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს წარმომადგენლის არჩევა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კლიმატის ცვლილების გლობალურ დღის წესრიგში“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) 2010 წელს დაარსდა გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის (UNFCCC) ფარგლებში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო მექანიზმს, რომელიც ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროექტების მხარდაჭერას ემსახურება.







როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს