ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

სახალხო დამცველი სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველ და 1+4 პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა და საქართველოში ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილა

სახალხო დამცველი სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველ და 1+4 პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა და საქართველოში ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველ და 1+4 პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა და საქართველოში ბავშვთა და ქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველ და 1+4 პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა და საქართველოში ბავშვთა და ქ…

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველ და 1+4 პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა და საქართველოში ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ქვეყანაში ადამიანის უფლების დაცვის მდგომარება და გამოწვევები მიმოიხილა; სტუდენტებს სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობა გააცნო; ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის სპეციფიკას, ქალისა და ბავშვთა უფლებების, ოჯახში ძალადობის, მოწყვალდი ჯგუფების, შშმ პირების, ხანდაზმულების, თანასწორობის, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის, დისკრიმინაციის წინაღმდეგ ბრძოლისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ახალგაზრდებმა სახალხო დამცველს დაუსვეს კითხვები ნაადრევი ქორწინების, ოჯახში ძალადობის, რეგიონებში არსებული გამოწვევების, დისკრიმინაციის და თანასწორობის საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში მოქალაქეთა ინფორმირებისა და ცნობიერების დონის გაზრდის აუცილებლობაზე.

შეხვედრა პროექტის „შეიცანი შენი ქვეყანა“, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების სამოქალაქო ინტეგრაციას და მათში სამოქალაქო ღირებულებების ფორმირებას - ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის“ სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით“ ახორციელებს.-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს