ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს

კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის შემცვლელების მოხმარებას ორგანიზმზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს და დაბერება დააჩქაროს. ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის შემცვლელების მოხმარებას ორგანიზმზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს და დაბერება დააჩქაროს. ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტ…

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის შემცვლელების მოხმარებას ორგანიზმზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს და დაბერება დააჩქაროს.

ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ზოგიერთმა ფართოდ ცნობილმა შემცვლელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების დაჩქარებას შეუწყოს ხელი. მასში თითქმის 13 ათასმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 52 წელი იყო. მათზე დაკვირვება 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეცნიერებმა შეარჩიეს 7 დამატკბობელი, რომლებიც ან საერთოდ არ შეიცავს კალორიებს, ან შეიცავს მათ მინიმალური რაოდენობით. მათ რიცხვში შევიდა ასპარტამი, სახარინი, აცესულფამ კალიუმი, ერიტრიტოლი, ქსილიტოლი, სორბიტოლი და ტაგატოზა. მათ ხშირად ამატებენ არომატიზებულ წყალში, უალკოჰოლო და ენერგეტიკულ სასმელებში, იოგურტებსა და დაბალკალორიულ დესერტებში.

ამის შემდეგ მონაწილეები ტესტირებას გადიოდნენ. იზომებოდა ტვინის მუშაობის რამდენიმე ასპექტი, მათ შორის მეტყველების გამართულობა, სამუშაო მეხსიერება, სიტყვების აღდგენის უნარი და ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე.

კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც შაქრის შემცვლელებს დიდი რაოდენობით მოიხმარდა, კოგნიტური უნარები 62%-ით უფრო სწრაფად უქვეითდებოდათ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო დიაბეტის მქონე ადამიანებში. ასეთი განსხვავება 1,5 წელზე მეტით დამატებით დაბერებას უდრის.

„დაბალკალორიული და უალკოჰოლო/უკალორიო დამატკბობლები ხშირად შაქრის ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევა, თუმცა ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ზოგიერთ მათგანს დროთა განმავლობაში შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ტვინის ჯანმრთელობაზე“, - აცხადებს კვლევის ავტორი, სან-პაულუს უნივერსიტეტის მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი კლაუდია კიმი სუემოტო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს