ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

დავით სონღულაშვილი: საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან

დავით სონღულაშვილი: საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს შპს „თიემთი“ ეწვია დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს შპს „თიემთი“ ეწვია დ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს შპს „თიემთი“ ეწვია და კომპანიის განვითარების მიმართულებებს გაეცნო.

მინისტრმა საწარმოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და ხილ-ბოსტნეულის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილა.

„საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის გადამმუშავებელი სექტორის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფერმერებს, რათა ქართულმა საწარმოებმა დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები წარმოებაში და ორიენტირებული გახდნენ მხოლოდ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტის წარმოებაზე. საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „თიემთი“ 2016 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიის განვითარება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სააგენტოს თანადაფინანსების ჯამურმა რაოდენობამ 574 310 ლარი შეადგინა.

2016 და 2019 წლებში კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში საკონსერვო ქარხნის სარემონტო სამუშაოების მიმართულებით, ხოლო 2022 წელს, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი საწარმოს მშენებლობისთვის 488 038 ლარის თანადაფინანსება მიიღო.

დღეს შპს „თიემთი“ წლიურად 1500-2000 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებასა და შენახვას უზრუნველყოფს. წარმოებული პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე რეალიზდება.

საწარმოში მუდმივად 35 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონური სამუშაოების პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 50-მდე იზრდება.

შპს „თიემთიში” ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს