ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ქართულმა წარმოებამ ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ქართულმა წარმოებამ ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე ხილის გადამმუშავებელ საწარმოს შპს „ფი ემ გრუპი“…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე ხილის გადამმუშავებელ საწარმოს შპს „ფი ემ გრუპი“…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე ხილის გადამმუშავებელ საწარმოს შპს „ფი ემ გრუპი“ ეწვია.

მინისტრი ხილის გადამუშავების პროცესს, საწარმოს ინფრასტრუქტურასა და კომპანიის განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ აგრარული სექტორის განვითარებას შევუწყოთ ხელი, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეთავაზებას. ჩვენი მიზანია, ქართულმა წარმოებამ ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „ფი ემ გრუპი“ 2024 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, კომპანიამ ხილის გადამმუშავებელი საწარმოს შექმნისთვის 221 364 ლარის თანადაფინანსება მიიღო.

კომპანიამ ასევე ისარგებლა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით, რომლის ფარგლებშიც 2024-2025 წლებში საწარმოს მოწყობისა და განვითარების მიმართულებით დაფინანსება მიიღო.

შპს „ფი ემ გრუპი“ წლიურად 1000 ტონა ხილის გადამუშავებას უზრუნველყოფს. საწარმოში მზადდება ჩირი, ხილის ჩიფსები, ტყლაპი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქტები. წარმოებული პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.

საწარმოში მუდმივად 12 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონური სამუშაოების პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 40-მდე იზრდება.

ხილის გადამმუშავებელ საწარმოში მინისტრთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს