ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფოს მხარდაჭერით ვქმნით შესაბამის პირობებს, რომ ქართული აგროსექტორი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული ბაზრის მოთხოვნებზე

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფოს მხარდაჭერით ვქმნით შესაბამის პირობებს, რომ ქართული აგროსექტორი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული ბაზრის მოთხოვნებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, სახელმწიფო აგროპროგრამების მხარდაჭერით განვითარებულ მეურნეობას შპს „აგროქართლი“ ეწვია და საწარმოო პროცესს ადგილზე გაე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, სახელმწიფო აგროპროგრამების მხარდაჭერით განვითარებულ მეურნეობას შპს „აგროქართლი“ ეწვია და საწარმოო პროცესს ადგილზე გაე…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, სახელმწიფო აგროპროგრამების მხარდაჭერით განვითარებულ მეურნეობას შპს „აგროქართლი“ ეწვია და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა დაათვალიერა მრავალწლოვანი ბაღები და 500 ტონიანი ტევადობის ხილის სამაცივრე მეურნეობა, გაეცნო კომპანიის საქმიანობას, წარმოების პროცესსა და ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ფერმერმა შეძლოს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება, არამედ მისი სწორად შენარჩუნება და უკეთესი პირობებით რეალიზაცია. სწორედ ამიტომ, მრავალწლოვანი ბაღების განვითარებასთან ერთად, აუცილებელია თანამედროვე შემნახველი ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ გაიზარდოს ფერმერების შემოსავალი, შემცირდეს დანაკარგები და ქართული პროდუქტი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. სახელმწიფოს მხარდაჭერით ვქმნით შესაბამის პირობებს, რომ ქართულმა აგროსექტორმა სათანადოდ უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „აგროქართლი“ სახელმწიფო აგროპროგრამების ბენეფიციარია. კომპანიამ 2017 წელს სასოფლო-სამეურნეო თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ვაშლისა და ბლის ნერგები შეიძინა და მრავალწლოვანი ბაღების განვითარება დაიწყო.

დღეს მეურნეობა მოიცავს ვაშლის 7 ჰექტარს, ატმის 5 ჰექტარს, ბლის 3 ჰექტარს და ვენახის 2,5 ჰექტარს. კომპანიას ასევე აქვს 500 ტონიანი ტევადობის ხილის სამაცივრე მეურნეობა.

გასულ წელს შპს „აგროქართლმა“ მიიღო 250 ტონა ვაშლის, 20 ტონა ბლისა და 20 ტონა ყურძნის მოსავალი. წარმოებული პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.

მეურნეობა სეზონურად 70-მდე ადამიანს ასაქმებს.

მინისტრთან ერთად შპს „აგროქართლში“შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს