ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 3

დავით სონღულაშვილი: სერბეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას

დავით სონღულაშვილი: სერბეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრს დრაგან გლამოჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრს დრაგან გლამოჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრს დრაგან გლამოჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, სატყეო სექტორის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის სფეროს, სადაც არსებობს როგორც ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის, ასევე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულ მიმართულებებში თანამშრომლობის კოორდინაციისა და ახალი ინიციატივების განხორციელების პლატფორმა იქნება.

სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრი დრაგან გლამოჩიჩი საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს