ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

ირაკლი ბენდელიანი: ვიწყებთ რუსთაველის გამზირის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს... ვადები მაქსიმალურადაა შემჭიდროებული და ნოემბრის ბოლოსთვის სრულად უნდა დასრულდეს სამუშაოები

ირაკლი ბენდელიანი: ვიწყებთ რუსთაველის გამზირის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს... ვადები მაქსიმალურადაა შემჭიდროებული და ნოემბრის ბოლოსთვის სრულად უნდა დასრულდეს სამუშაოები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა იზღუდება ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთში, ასევე კოსტავას ქუჩის ნაწილზე. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა იზღუდება ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთში, ასევე კოსტავას ქუჩის ნაწილზე. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განც…

თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა იზღუდება ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთში, ასევე კოსტავას ქუჩის ნაწილზე.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ვადები მნიშვნელოვნადაა შემჭიდროებულია, ამიტომ შესაბამისი სამსახურები ადგილზე 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ.

მისივე თქმით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

"ვიწყებთ რუსთაველის გამზირის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პირველ ეტაპზე, სრულად ჩაიკეტება რუსთაველის გამზირზე არსებული ყველა შემსვლელი და გამსვლელი ქუჩა.

რაც შეეხება ობიექტს, არის რამდენიმე ლოტად დაყოფილი. ვადები მაქსიმალურადაა შემჭიდროებული და ნოემბრის ბოლოსთვის სრულად უნდა დასრულდეს სამუშაოები. ამის გათვალისწინებით, საჭიროა სრულად, მთელს გამზირზე ერთდროულად წარიმართოს სამუშაოები. სამუშაოები წარიმართება 24 საათის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს