ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

„თბილსერვის ჯგუფმა“ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა

„თბილსერვის ჯგუფმა“ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე  დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „თბილსერვის ჯგუფმა“ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, დიდუბის რაიონის გამგებელ დავით გელოვანთან და საკრებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„თბილსერვის ჯგუფმა“ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, დიდუბის რაიონის გამგებელ დავით გელოვანთან და საკრებ…

„თბილსერვის ჯგუფმა“ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, დიდუბის რაიონის გამგებელ დავით გელოვანთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად მიიღო. აქციაში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ღონისძიების ფარგლებში, დიღმის ტყე-პარკის მთელი ტერიტორია სრულად გაიწმინდა დაგროვილი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან. კამპანიის მიზანი იყო რეკრეაციული ზონის მოწესრიგება, გარემოზე ზრუნვის კულტურის ამაღლება და მოქალაქეების აქტიური თანამონაწილეობით ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

„თბილსერვის ჯგუფი“ და დედაქალაქის მერია მოუწოდებს დედაქალაქის მცხოვრებლებს, შემოუერთდნენ დასუფთავების აქციას და საკუთარი წვლილი შეიტანონ თბილისის მწვანე სივრცეების შენარჩუნება-მოწესრიგებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს